თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ოდესაში 29 წლის „კანონიერი ქურდი“ საქართველოს მოქალაქე ლევან მირცხულავა მეტსახელად „პუჭურა“ დააკავეს, ამის შესახებ ოდესის ოლქის პოლიციის უფროსი დიმიტრი გოლოვინი სოციალურ ქსელ Facebook-ის თავის გვერდზე წერს.
გოლოვინის თქმით, მირცხულავა ოდესაში არალეგალურად ჩავიდა იმ მიზნით, რომ გაეკონტროლებინა ე.წ. „ბარსეტოჩნიკების“ ეთნიკური ჯგუფების დანაშაულებრივი საქმიანობის მოსაწესრიგებლად. იგი „კანონიერ ქურდად“ „აკურთხეს“ 25 წლის ასაკში.
„რაც არ უნდა იყოს, ოდესა არასოდეს გახდება დანაშაულებრივი სამყაროს საერთაშორისო წარმომადგენლების სახლი. თითოეულ მათგანზე ბილეთი გვაქვს მხოლოდ ერთი მიმართულებით — საკუთარ სახლში“, — წერს გოლოვინი.
ამ დროისათვის წყდება მირცხულავას უკრაინიდან გაძევების საკითხი, ქვეყანაში დაბრუნების აკრძალვით.