თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულ მინდია გ–ს მოლდოვიდან საქართველოში დეპორტაციით დააბრუნებენ, — ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს მოქალაქე მინდია გ. მეტსახელად — "ლავას–ოღლი“ მოლდოვაში 2015 წლის დეკემბერში დააკავეს. საქართველოში მას სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით ედება ბრალი. ესენია: ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა, ყაჩაღობის მომზადება, და მუქარა.
შეგახსენებთ: წარსულში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა, რომ მათ უკრაინიდან დეპორტირებულ „ლავასოღლის“ 2014 წელს საქართველო–თურქეთის საზღვრის გადაკვეთაში შეუწყეს ხელი. აღნიშნული ბრალდებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო.