რა სიახლეები ელოდება საქართველოს მოსახლეობას 1 სექტემბრიდან

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიუპილოტო საფრენი აპარატი
უპილოტო საფრენი აპარატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
"Sputnik-საქართველომ" ის სიახლეები შეკრიბა, რომლებიც საქართველოში 1 სექტემბრიდან ამოქმედდა

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში პარასკევს რიგი სიახლე ამოქმედდა, მათ შორისაა დრონების გამოყენების ახალი წესები, ახალი ბანკნოტი, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და დამშვიდობება ლატარიის კომპანიასთან.

ახალი ბანკნოტი

საქართველოში 1 სექტემბრიდან ძველის ნაცვლად განახლებული დიზაინის 5 ლარის ნომინალის კუპიურები შემოვა მიმოქცევაში.

ახალ ბანკნოტებზე დატანილია სპეციალური ნიშნები მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის, ასევე თანამედროვე დამცავი ნიშნები, რომლებიც ამავე დროს მომხმარებლისთვის ადვილი შესამჩნევია.

ევროს ახალი ბანკნოტი - Sputnik საქართველო
მიმოქცევაში გამოვიდა 50 ევროს ნომინალის ახალი ბანკნოტი

ბანკნოტებზე შენარჩუნებულია კარგად ნაცნობი, საწყისი თემატიკა, ამავდროულად ბანკნოტზე წარმოდგენილი ისტორიები გამრავალფეროვნებულია ცალკეული ახალი ელემენტებით. განახლებული დიზაინი კიდევ უფრო მეტი სიზუსტითა და თანამედროვე იერსახით წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას.

ლარის განახლებულ ბანკნოტებს ახასიათებს მკაფიო ფერთა სპექტრი, რომლებიც ძირითადი სიუჟეტების დომინანტურ და კონტრასტულ ფერებს ჰარმონიულად ეხამება. ასევე განახლებულია ბანკნოტების ზომაც — ნომინალების შესაბამისად, გამოყენებულია ბანკნოტების ზომების დიაგონალური, სიმეტრიული ზრდის პრინციპი.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2016 წლის 1 თებერვლიდან მიმოქცევაში გამოუშვა 20 და 50 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები, ხოლო 1 ოქტომბრიდან — 100 ლარის ნომინალის კუპიურები.

5, 20, 50 და 100 ლარიანი ბანკნოტების დიზაინის ავტორია ქართველი მხატვარი ბაჩა მალაზონია. საქართველოს ეროვნულ ბანკში შემუშავებული განახლებული ბანკნოტების ესკიზების სრულყოფაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები: Giesecke & Devrient (გერმანია), Oberthur Fiduciaire (საფრანგეთი) და De La Rue (ინგლისი).

დრონების გამოყენების წესები

შემოდგომის დადგომისთანავე ამოქმედდა "უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციისა და ფრენის, აგრეთვე უპილოტო საჰაერო სისტემისა და უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის, გამოყენებისა და შეზღუდვების წესების დამტკიცების შესახებ".

1 სექტემბრიდან უპილოტო საფრენი აპარატის ფრენის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლე დედამიწიდან იქნება 400 ფუტი, ანუ 122 მეტრი, ხოლო დასაშვები სიჩქარე — 160 კილომეტრი საათში.

უპილოტო საფრენი აპარატი - Sputnik საქართველო
საქართველოში ხუთი კგ მასის დრონები რეგისტრაციას დაექვემდებარებიან

სააგენტოს სპეციალური ნებართვის გარეშე შესაძლებელია 25 კგ-მდე მასის საფრენი აპარატის გამოყენება, რომლის ფრენის დასაშვები სიჩქარეა 54 კმ/სთ. ამასთან, ის უნდა იმყოფებოდეს ჰორიზონტალურად 50 მეტრის დაშორებით ადამიანთა ჯგუფისგან, რკინიგზისა და საავტომობილო გზისგან და 6 კმ-ში ჰორიზონტალურად — აეროდრომიდან.

ამასთან, იკრძალება უპილოტო საფრენი ხომალდებით ადამიანების გადაყვანა, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა, უპილოტო საჰაერო ხომალდის დაუდევრად მართვა, რამაც შეიძლება სხვისი ქონების დაზიანება გამოიწვიოს; ავტონომიური უპილოტო საჰაერო ხომალდების გამოყენება და ერთდროულად რამდენიმე საფრენი აპარატის მართვა.

სიახლე ასევე კრძალავს დრონის მართვას ზღვის თავზე შესაბამის ორგანოებთან შეუთანხმებლად.

გარდა ამისა, საქართველოში უპილოტო საჰაერო ხომალდები, რომელთა ასაფრენი მასა 5 კგ-ს აღემატება, 1 სექტემბრიდან რეგისტრაციას დაექვემდებარება

უპილოტო საფრენი აპარატებიდან გადაღება ყოველწლიურად პოპულარული ხდება. მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს მოსახლეობა განაცვიფრა სანახაობამ, როდესაც მათ ქალაქის ქუჩების, სახლებისა და ხეების თავზე მფრინავი მამაკაცი დაინახეს, რომელიც დიდ დრონზე დამაგრებულ ჰამაკში იწვა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჰამაკში ადამიანი კი არა, მანეკენი იყო, "პერფორმანსის" ორგანიზატორი კი ერთ-ერთი ქართული კომპანია აღმოჩნდა.

არა ძალადობას

1 სექტემბრიდან საქართველოში ამოქმედდა ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციაზე.

თბილისის მეჩეთი - Sputnik საქართველო
მუფთი: ქალთა წინადაცვეთა ისლამს არ უკავშირდება

დოკუმენტი 2011 წელს სტამბულში მიიღეს და მას "სტამბულის კონვენცია" ეწოდა. საქართველო მას 2014 წელს შეუერთდა, თუმცა კონვენციის რატიფიკაციის საკითხი უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2016 წლის ნოემბერში "ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა" (IWPR) თავისი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად კახეთის სამ სოფელში გოგონების წინადაცვეთა ხდება.

წინადაცვეთის ფაქტები დაადასტურა სახალხო დამცველმაც. შემთხვევის გამოძიებისკენ მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი,მარგველაშვილმაც. მოგვიანებით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "სტამბულის კონვენციის" საფუძველზე, რომლის რატიფიკაციას პარლამენტმა თებერვალში მოახდინა, შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის თანახმად ქალთა წინადაცვეთა სისხლის სამართლის კუთხით დასჯადი დანაშაული გახდა.

კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა მუხლები "ძალადობრივი სტერილიზაცია" და "ქალთა გენიტალიების დამახინჯება". ორივე შემთხვევაში დანაშაული ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით ისჯება.

კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციაზე ითვალისწინებს პრევენციულ ზომებს, რომლებიც მიმართულია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, ამ მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას, ასევე ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა მომზადებას.

ახალი ლატარია

შპს "საქართველოს ლატარიის კომპანია" (Georgian Lottery Company LLC) 1 სექტემბერს ჩაატარებს მეგა-გათამაშებას "ლოტო 6 36-დან" და მოგებული თანხის გადახდის შემდეგ დაიხურება.

სალუტი ძველ თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისში ღამით ხმაური, პეტარდებისა და ფეიერვერკების გაშვება აიკრძალა

ბილეთების შეძენა 1 სექტემბრის საღამომდეა შესაძლებელი.

კომპანიის საქმიანობის შეწყვეტის მიზეზი გახდა ის, რომ "საქართველოს ლატარიის კომპანიამ", რომლის 70%-ის მფლობელი სახელმწიფოა, ვერ შეძლო ქვეყნის მთავრობის წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება.

2016 წლის სექტემბერში ფინანსთა სამინისტრომ კომპანიისთვის ლიცენზიის გაწვევა და ახალი კომპანიის პოვნა გადაწყვიტა, რომელიც საქართველოში ლატარიას გაათამაშებს.

ახალი კომპანიის დასახელება, რომელიც ლატარიას გაათამაშებს, უკვე ცნობილია. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 10-წლიანი ლიცენზიის მფლობელი გახდა კომპანია Georgia National Lottery.

 

ყველა ახალი ამბავი
0