ლევან ძაგნიძეს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ძაგნიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 25 ოქტომბერს გაიმართება.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ძაგნიძესა და კერძო არქიტექტორს ვალერი მიმინოშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს მთავარი პროკურარურის თანამშრომლებმა ძაგნიძე და მიმინოშვილი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ოთხშაბათს დააკავეს. ბრალდების თანახმად, ბრალდებულებმა დიდი დიღმის ტერიტორიაზე მდებარე ოთხ მიწის ნაკვეთზე „განაშენიანების რეგულირების გეგმის" შეთანხმების სანაცვლოდ მოქალაქეს თითქოსდა თბილისის მერიის თანამშრომლებისათვის გადასაცემად 38 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს.

დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
დაკავებულია თბილისის მერიის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი

„მიმალვისა და მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედების, გამოძიების მიმდინარეობაში უარყოფითი ჩარევის საფრთხეთა გათვალისწინებით სასამართლომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ბრალდებულთა მიმართ მიზანშეწონილად მიიჩნია მკაცრი აღკვეთის ღონისძიების — პატიმრობის გამოყენება", — ნათქვამია განცხადებაში.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 25 ოქტომბერს გაიმართება.

2015-2016 წლებში ძაგნიძე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 19,180-ე მუხლით ("დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა"), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

 

ყველა ახალი ამბავი
0