დაკავებულია თბილისის მერიის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი

CC BY-SA 2.0 / houstondwiPhotos mp / Handcuffs and a Carდაკავებული ხელბორკილებში
დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე ლევან ძაგნიძეს თაღლითობის მცდელობისთვის ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითობით მითვისების მცდელობისთვის თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ძაგნიძე და კიდევ ერთი კერძო არქიტექტორი დააკავეს, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ბრალდებულები თბილისის საქალაქო სასამართლოს 30 აგვისტოს გაცემული ნებართვის საფუძველზე ოთხშაბათს დააკავეს.

"თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ლ.ძ-მ კერძო არქიტექტორ ვ.მ-სთან შეთანხმებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, განიზრახეს და მოქალაქე ი.ი.-ს შესთავაზეს, რომ ისინი შეძლებდნენ ქ. თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მდებარე ოთხ სხვადასხვა მიწის ნაკვეთზე "განაშენიანების რეგულირების გეგმის" შეთანხმებას, რისთვისაც ი.ი.-ს ვითომდა მერიის თანამშრომლებისთვის გადასაცემად ჯამში მოსთხოვეს 38 000 აშშ დოლარი", — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გამოძიება ამტკიცებს, რომ აღნიშნულმა მოქალაქემ ბრალდებულებს მითითებული თანხა ეტაპობრივად გადაუხადა.

დაკავებულს ბრალი უკვე წაუყენეს. სასამართლო აღკვეთის ზომას პარასკევს განიხილავს, იუწყება ტელეკომპანია Rusatvi2.

პროკურატურა სასამართლოზე აღკვეთის ზომად პატიმრობის მოთხოვნას აპირებს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით "დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობა", რაც ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობით ისჯება.

ერთი თვის წინ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს თბილისის მერიის ყოფილი შტატგარეშე თანამშრომელი ოთარ აბესაძე, რომელიც ქრთამის აღებაშია ბრალდებული. სასამართლომ მას გამოძიების პერიოდში თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

ყველა ახალი ამბავი
0