ჯილდო გმირობისთვის: ბორჯომში ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეებს პრემიას მისცემენ

© FB / Giorgi Kvirikashviliმეხანძრე ბორჯომის ტყეში
მეხანძრე ბორჯომის ტყეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლება აღნიშნავს იმ დახმარებას, რომელიც ბორჯომის ტყის ხანძრისას ადგილობრივმა მოსახლეობამ და მოხალისეებმა აღმოუჩინეს

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა სახსრების გამოყოფა იმ მეხანძრეებისა და შსს-ს სხვა თანამშრომლებისთვის, რომლებიც ბორჯომის ტყის დიდი ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდნენ.

გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
მღებრიშვილი: ბორჯომის ხანძრის გამოძიება რთულად გამოსაძიებელთა კატეგორიას განეკუთვნება

ბორჯომის ტყეში ხანძარი 20 აგვისტოს დაიწყო და ექვს დღეს გრძელდებოდა. წინასწარი მონაცემებით, ცეცხლმა 100 ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვა. ბრძოლას ართულებდა რთული რელიეფი, ქარი და მშრალი ამინდი. არ გამოირიცხება ხანძრის გამიზნულად გაჩაღებაც.

"მინდა ფინანსთა მინისტრს დავავალო, პრემირების საკითხი უმოკლეს დროში გადაწყვიტოს. ვინც იყო ამ სტიქიის ლიკვიდაციაში ჩართული, მათ ნამდვილად ეკუთვნით წახალისება და ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი", — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ადგილობრივი მოსახლეობისა და მოხალისეების წვლილი, რომლებიც პროფესიონალების გვერდით ებრძოდნენ ცეცხლს.

უფრო ადრე საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ტყეში ხანძრის გაჩენის მიზეზების შესწავლას უკვე შეუდგა 30-კაციანი გამომძიებლების ჯგუფი. გამორიცხული არ არის ცეცხლის განზრახ გაჩენის ვერსიაც — მოხალისეებმა ბორჯომის ტყეში აღმოაჩინეს ბენზინის კანისტრა და ბოთლის ნამსხვრევები.

 

ყველა ახალი ამბავი
0