ნინო ნუცუბიძე Facebook-ში იმუშავებს

© photo: Sputnik / Natalia Seliverstovafacebook-ის ლოგო
facebook-ის ლოგო - Sputnik საქართველო
გამოწერა
Facebook-მა საქართველოში თანამშრომელი შეარჩია, ნინო ნუცუბიძე სამუშაოდ დუბლინში გაემგზავრება.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. უდიდესმა სოცილაურმა ქსელ Facebook-მა საქართველოში თანამშრომელი შეარჩია — ის ნინო ნუცუბიძე გახდა.

ამის შესახებ Facebook-ის ახალმა თანამშრომელმა სოცილაური ქსელის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ჰო, კაი, ვნებდები. ყველამ იცით ისედაც უკვე და რაღაზე ვიკლებ ონ ზის დეის ბედნიერებას. ან უბედურებას, თუ ყველა საჭირო ვიზა ვერ მივიღე. დათოს გოგო ფეისბუქში აიყვანეს!" — დაწერა ნუცუბიძემ.

სოციალური ქსელი - Sputnik საქართველო
Facebook-ი საქართველოში თანამშრომელს ეძებს

ივლისის ბოლოს Facebook-მა გამოაცხადა ქართული ენის მცოდნე თანამშრომლის ვაკანსია, ბაზრის სპეცილაისტის პოზიციაზე დუბლინის წარმომადგენლობაში სამუშაოდ.

სპეციალისტის ძირითად მოვალეობებს წარმოადგენს მომხმარებელთა მხარდაჭერა იმისათვის, რომ სოციალური ქსელის პროდუქტების გამოყენება უფრო ხელმისაწვდომი და გასაგები გახდეს.

წარმატებული კანდიდატი ირლანდიის დედაქალაქში დსთ-ის ჯგუფთან ერთად იმუშავებს. მათ მოუწევთ კონტენტის შესახებ რაპორტების განხილვა, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს შეურაცხყოფებს; გადაჭრიან პრობლემებს, რომლებიც მომხმარებელთა აკაუნტებთან არის დაკავშირებული; გადაწყვეტენ გლობალურ ტემატურ პრობლემებს.

ყველა ახალი ამბავი
0