თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. უმსხვილესი სოციალური ქსელი Facebook-ი ეძებს ქართული ენის მცოდნე თანამშრომელს, ბაზრის სპეცილაისტის პოზიციაზე დუბლინის წარმომადგენლობაში სამუშაოდ.
სპეციალისტის ძირითად მოვალეობებს წარმოადგენს მომხმარებელთა მხარდაჭერა იმისათვის, რომ სოციალური ქსელის პროდუქტების გამოყენება უფრო ხელმისაწვდომი და გასაგები გახდეს.
„თუ მოგწონთ ადამიანების დახმარება, ეს სამუშაო თქვენთვის არის“, — აღნიშნულია ვაკანსიის მოთხოვნებში.
წარმატებული კანდიდატი ირლანდიის დედაქალაქში დსთ-ის ჯგუფთან ერთად იმუშავებს. მათ მოუწევთ კონტენტის შესახებ რაპორტების განხილვა, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს შეურაცხყოფებს; გადაჭრიან პრობლემებს, რომლებიც მომხმარებელთა აკაუნტებთან არის დაკავშირებული; გადაწყვეტენ გლობალურ ტემატურ პრობლემებს.
„ბაზრის სპეციალისტი მონაცემთა ანალიზის კულტურის ნაწილი იქნება და დაგვეხმარება პროცესების ოპტიმიზაციისა და ავტომატიზაციის ხარჯზე ჩვენი ოპერაციების მასშტაბირებაში, რთული პრობლემების გადაჭრაში და, რაც ყველაზე მთავარია, მათი თავიდან აცილებაში“, — ნათქვამია ვაკანსიის მოთხოვნებში.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს ბაკლავრისა ან მაგისტრის დიპლომი, უმჯობესია მატემატიკური ან რომელიმე სამეცნიერო დისციპლინის განხრით, აგრეთვე შესაბამისი სამუშაო გამოცდილება. მისასალმებელია ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების კრეატიული გადაჭრის უნარები.
პრეტენდენტი სრულყოფილად უნდა ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პლუსად.