რაზე მსჯელობენ მამაკაცები ყველაზე ხშირად სოციალურ ქსელში

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიფეისბუქი
ფეისბუქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაირკვა, რომ ქალბატონები ყველაზე ხშირად ადამიანებსა და მათ ქცევებზე, ხოლო მამაკაცები აბსტრაქტულ ცნებებზე საუბრობენ.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ის, რაზეც მამაკაცები და ქალები სოციალურ ქსელში მსჯელობენ, სრულად შეესაბამება საზოგადებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ  ლინგვისტები, რომლებმაც „ფეისბუქის“ 52 ათასი მომხმარებლის 10 მილიონი შეტყობინება გააანალიზეს, იუწყება ჟურნალი PLoS ONE.

ლინგვისტებმა იმის გასარკვევად, თუ რაზე მსჯელობენ ყველაზე ხშირად მამაკაცები და ქალები, ლექსიკური ანალიზის მეთოდს მიმართეს, რომელიც კომპიუტერულ ლინგვისტიკაში გამოიყენება.

ეჭვიანობის პათოლოგიური ფორმა თავისი სიმპტომებით ფსიქოზს ჰგავს - Sputnik საქართველო
ვის უფრო ანგრევს ეჭვიანობა -მამაკაცებს თუ ქალებს?!

ამასთან ლინგვისტები აღნიშნავენ, რომ ქალების მიერ გამოყენებული სიტყვები უფრო რბილია, თავაზიანი და თანაგრძნობის გამომხატველი, ხოლო მამაკაცებისა — აგრესიული, ანუ ცხარე კამათისთვის დამახასიათებელი.

მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ქალბატონები ყველაზე ხშირად ადამიანებსა და მათ ქცევებზე, ხოლო მამაკაცები აბსტრაქტულ ცნებებზე საუბრობენ. 

ამას გარდა, ქალები საკუთარ გზავნილებში ხშირად იყენებენ უფროობითი ხარისხის გამომხატველ ზედსართავებს („ძაააალიან“, „უუუულამაზესად“ და ა.შ) და ისეთ სიმბოლოებს, რომლებიც პოზიტიურ ემოციებთან და კეთილგანწყობილ სოციალურ ურთიერთობებთან ასოცირდება.

მამაკაცები კი იყენებენ პოლიტიკასთან, სპორტთან, სპეციფიურ გატაცებებთან დაკავშირებულ სიტყვებსა და ტერმინებს.

მეცნიერები, შეაჯამეს რა მიღებული მონაცემები, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ქალების „სოცქსელური ენა“ უფრო თბილია, მამაკაცებისა კი — ცივი.

ყველა ახალი ამბავი
0