აზიური ფაროსანა გურიაში ლოკალიზებულია

© Georgian National Food Agencyბრძოლა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ
ბრძოლა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში სხვადასხვა კულტურის მოსავალს ანადგურებს.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. გურიაში სპეციალისტები აქტიურად ამუშავებენ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, რომელმაც დასავლეთ საქართველოში მოსავლის დიდი ნაწილი უკვე გაანადგურა.

ქიმიური დამუშავება მიმდინარეობს ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების სოფლებში, კერძოდ გურიანთაში, ოზურგეთში, ნიგოითში, შუხუთში, ჩიბათის თემში, ლესაში, ჩოჩხათში, სუფსასა და ნიგვზიანში, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" რეგიონის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.

საქართველოს მთავრობამ 12 მილიონი ლარი გამოყო აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისათვის, რომელიც დასავლეთ საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მასობრივი გამრავლების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას ვაშლის, ატმის, ყურძნის, კენკროვანისა და თხილის მოსავლის 70%-მდე განადგურება შეუძლია.

ამ დროისათვის დამუშავდა 2 000-მდე გექტარი, ერთი იმდენი დასამუშავებელია.

აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
„აზიურ ფაროსანასთან" ბრძოლა არა მხოლოდ სახელმწიფოს, თითოეული ფერმერის მოვალეობაცაა

„აზიური ფაროსანა — გამოწვევაა აგრარული სექტორისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები, რომლებსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ატარებენ, მათ შორის გურიის რეგიონში. პირველ ეტაპზე ჩატარებული შეწამვლის შედეგად, აზიური ფაროსანას პოპულაცია შემცირდა, თუმცა მავნებელთან ბრძოლა — ხანგრძლივი პროცესია, და ჩვენ ვაგრძელებთ შეწამვლას", — განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ამ პროცესში მოსახლეობის ჩართულობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე სურსათის სააგენტომ 53 000 ჰეტარი თხილის ბაღი დაამუშავა. მეორე ეტაპზე დაგეგმილია 50 000 ჰექტარის დამუშავება.

© Sputnik / STRINGERაზიური ფაროსანა თხილზე
Мраморные клопы - Sputnik საქართველო
აზიური ფაროსანა თხილზე

უცხოელი ექსპერტების შეფასებით, განხორცილელებული ღონისძიებების შედეგად მავნებელი მთელ საქართველოში არ გავრცელებულა და დასავლეთ საქართველოშია ლოკალიზებული.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)მხარდაჭერით მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0