შენგელაიას ახალი ფილმის პრემიერა სექტემბერში გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ერთ-ერთ კინოთეატრში
თბილისის ერთ-ერთ კინოთეატრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელდარ შენგელაიას კომედიას "სავარძელი" თბილისის ორ კინოთეატრში აჩვენებენ

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ცნობილი ქართველი რეჟისორის, ელდარ შენგელაიას ახალი ფილმის, "სავარძლის" პრემიერა 2017 წლის 14 სექტემბერს გაიმართება.

როგორც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, სურათს ორ კინოთეატრში ორი კვირის განმავლობაში — "ამირანსა" და "კავეაში" აჩვენებენ.

ელდარ შენგელაია საკუთარი ვარსკვლავის გახსნაზე - Sputnik საქართველო
ელდარ შენგელაია და მისი ფილმების შეყვარების ათი მიზეზი

"სავარძელი" — ეს არის აბსურდული სატირული ტრაგიკომედია. ისტორიის გმირია იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი გიორგი მჭედლიშვილი, რომელიც არჩევნებში წაგების შემდეგ კარგავს ყველაფერს: სამსახურს, ავტომობილს და, რაც მთავარია, ძალაუფლებას. გაცოცხლებული სავარძელი კი ყოფილი მინისტრის ამოქმედებას ცდილობს, მაგრამ — უშედეგოდ.

შენგელაიას ფილმის პერსონაჟი, რომელსაც მსახიობი ნიკა თავაძე ასრულებს, თავისი ოცნების ქალიშვილს ხვდება, მაგრამ იმ დროს ბედისწერა მას არანაკლებ უსიამოვნო სიურპრიზებს მოუტანს. ახალი მთავრობა მოითხოვს, რომ გიორგიმ დატოვოს სახელმწიფო აგარაკი, ცოლი და ქვისლი უწყობენ სკანდალს, რაც მასმედიის ყურადღების ცენტრში ხვდება. სახლი გარშემორტყმულია ჟურნალისტებითა და პოლიციით, ხოლო ფინალში სახლის შტურმი იწყება.

სავარძელი გმირს გაქცევაში ეხმარება, მაგრამ საკითხი, გადალახავს თუ არა ის ძალაუფლების წყურვილს, ღიად რჩება.

სცენარის ავტორები არიან ელდარ შენგელაია და გიორგი ცხვედიანი, ოპერატორი — გორკა გომეს ანდრესი. ფილმზე მუშაობდნენ მხატვარი გოგი მიქელაძე და კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი.

ფილმში მონაწილეობენ ნინელი ჭანკვეტაძე, ქეთი ასათიანი, ნატალია ჯუღელი, ნანა შონია, ვანო გოგიტიძე, ზუკა დარჯანია, ტრისტან სარალიძე, ვიტალი ხაზარაძე, მერაბ გეგეჭკორი და სხვები.

 

ყველა ახალი ამბავი
0