ხანძრები საქართველოში: უკრაინული თვითმფრინავი დასახმარებლად მოფრინავს

© FB / Ministry of Internal Affairs of Georgiaტყის ხანძარი აბასთუმნის ტყეში
ტყის ხანძარი აბასთუმნის ტყეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინული თვითმფრინავი უკვე გამოფრინდა ოდესიდან და ჩამოფრენისთანავე რეგიონებში ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ჩაერთვება.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. უკრაინამ საქართველოში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თვითმფრინავი გააგზავნა, რათა კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში ხანძრების ჩაქრობაში დაეხმაროს, დაწერა Facebook-გვერდზე უკრაინის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა სვიატოსლავ ცეგოლკომ.

სპეციალურად ტყის ხანძრების ჩასაქრობად განკუთვნილი ვერტმფრენი An-32P წარწერით FIREKILLER ("ცეცხლის მკვლელი") ოთხშაბათ დილით ოდესიდან ბათუმში გამოფრინდა.

საკითხის დეტალები გუშინ სატელეფონო საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეათანხმეს.

შსს-ს თანამშრომლები აბასთუმნის ტყეში ხანძარს ებრძვიან - Sputnik საქართველო
ხანძარს აბასთუმნის ტყეში ცოცხალი ძალა მთელი ღამე აქრობდა

ამჟამად ცეცხლს ებრძვიან აბასთუმნის ახლოს წიწვოვან ტყეში, ასევე საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში, სადაც ცეცხლმა ორი ჰექტარი მოიცვა.

კურორტ აბასთუმნის მახლობლად გაჩენილ ტყეში ხანძარს ღამის განმავლობაში ცოცხალი ძალით აქრობდნენ.

დღეს დილით საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია უკრაინული თვითმფრინავის ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ჩართვის შესახებ.

"უკრაინიდან ჩვენ ველოდებით 8 ტონის ტევადობის თვითმფრინავს და არა ვეტმფრენს. სულ უახლოეს საათებში ის შემოგვიერთდება. ოდესაში დაიმატებს საწვავს და სულ რამდენიმე საათში იქნება საქართველოში", — განაცხადა მღებრიშვილმა.

ბასთუმანში გახსნილია საგანგებო შტაბი, სადაც იმყოფებიან შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სამინისტროს მაღალჩინოსნები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

საქართველო 2017 წლის ზაფხულში ხანძრების სერიამ მოიცვა. განსაკუთრებით გახშირდა ტყის ხანძრები აგვისტოში. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში მოხდა, რომლის დროსაც 100 ჰექტარზე მეტი ტყის ფართობი დაიწვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0