ხანძარს აბასთუმნის ტყეში ცოცხალი ძალა მთელი ღამე აქრობდა

© FB / Ministry of Internal Affairs of Georgiaშსს-ს თანამშრომლები აბასთუმნის ტყეში ხანძარს ებრძვიან
შსს-ს თანამშრომლები აბასთუმნის ტყეში ხანძარს ებრძვიან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძარი კურორტ აბასთუმნის მიმდებარე ტყეში 29 აგვისტოს შუადღეს გაჩნდა

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. კურორტ აბასთუმნის მახლობლად გაჩენილ ტყეში ხანძარს ღამის განმავლობაში ცოცხალი ძალით აქრობდნენ.

ხანძარი აბასთუმანში - Sputnik საქართველო
აბასთუმნის ტყე კვამლშია გახვეული - ტყის ხანძრები გრძელდება

როგორც „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტს ადგილობრივმა მოსახლეობამ აცნობა, ხანძარი ძალიან მიუდგომელ ადგილას გაჩნდა და ამოვარდნილი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა. საღამოსთვის ხანძრის ტერიტორიამ 5 ჰექტარამდე მოიცვა. მთელი ღამე მუშაობდა ასევე მძიმე ტექნიკაც, რომელსაც ხანძრის კერამდე გზა გაჰყავს.

დღეს დილით საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ხანძრის ჩაქრობაში საქართველოს უკრაინული თვითმფრინავი დაეხმარება და ინფორმაცია ამის თაობაზე უკვე გამოქვეყნდა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენნკოს ვებ-გვერდზე.

„უკრაინიდან ჩვენ ველოდებით 8 ტონის ტევადობის თვითმფრინავს და არა ვეტმფრენს. სულ უახლოეს საათებში ის შემოგვიერთდება. ოდესაში დაიმატებს საწვავს და სულ რამდენიმე საათში იქნება საქართველოში", — განაცხადა მღებრიშვილმა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მინისტრის თქმით, საქართველომ დახმარებისთვის სხვა ქვეყნებსაც მიმართა, თუმცა მათ შორის რუსეთი არ არის. დახმარებაში ძირითადად საავიაციო ძალა მოიაზრება.

გვიან ღამე ადგილობრივ მოხალისეებს და მეხანძრეებს, შს მინისტრის გადაწყვეტილებით, შსს-ს 500-მდე თანამშრომელი დაემატა. 

აბასთუმანში გახსნილია საგანგებო შტაბი, სადაც იმყოფებიან შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სამინისტროს მაღალჩინოსნები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

ყველა ახალი ამბავი
0