აბასთუმნის ტყე კვამლშია გახვეული - ტყის ხანძრები გრძელდება

გამოწერა

კურორტ აბასთუმნის მახლობად, ტყეში ხანძარი გაჩნდა. იხილეთ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

ცეცხლი ტყეს აბასტუმნიდან რამდენიმე კილომეტრში მოედო. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, კურორტი პრაქტიკულად მთლიანად კვამლშია გახვეული და სუნთქვა ჭირს.

ხანძრის თაობაზე ინფორმაცია Sputnik-საქართველოს აბასთუმნის გამგებელმა გიორგი გედევანიძემ დაუდასტურა.

მალე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთვება. ცეცხლის არეალზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ყველა ახალი ამბავი
0