ბოლო ინფორმაცია: რა მდგომარეობაა აბასთუმნის ტყეში

© FB / Ministry of Internal Affairs of Georgiaხანძარი აბასთუმნის ტყეში
ხანძარი აბასთუმნის ტყეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბორჯომი-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიაზე ხანძრის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. კურორტ აბასთუმნის მიმდებარედ, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, იტყობინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს 1000-ზე მეტი თანამშრომელი. ტყეში გაიჭრა 5 კილომეტრამდე გზა და ხანძრის კერებთან შეყვანილია ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.

ტყის ხანძრის ჩაქრობა ვერტმფრენის მონაწილეობით - Sputnik საქართველო
გიორგი მღებრიშვილი აბასთუმნის ტყეში ხანძრის მიზანმიმართულად გაჩენას არ გამორიცხავს

ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოებში გამთენიიდან ჩართული იყო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის, ასევე, კომპანია „თუშეთის" ვერტმფრენები. დღის მეორე ნახევარში კი ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო უკრაინული თვითმფრინავი და აზერბაიჯანის ვერტმფრენი.

შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკვე გადმოკვეთა დახმარების მიზნით გამოგზავნილმა თურქულმა ვერტმფრენმა. ხვალ თურქეთის რესპუბლიკა დამატებით კიდევ ერთ ვერტმფრენს და სახანძრო-სამაშველო თვითმფრინავს გამოყოფს.

საერთო ჯამში, ხვალ დილიდან აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ცოცხალ ძალასა და ათობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკასთან ერთად, ჩართული იქნება 7 ერთეული საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.

 

ყველა ახალი ამბავი
0