გიორგი მღებრიშვილი აბასთუმნის ტყეში ხანძრის მიზანმიმართულად გაჩენას არ გამორიცხავს

© FB / Ministry of Internal Affairs of Georgiaტყის ხანძრის ჩაქრობა ვერტმფრენის მონაწილეობით
ტყის ხანძრის ჩაქრობა ვერტმფრენის მონაწილეობით - Sputnik საქართველო
გამოწერა
შს მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, აბასთუმნის ტყეში ხანძრის მიზეზების გამოძიების შედეგებს დაელოდოს.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. აბასთუმნის ტყეში ხანძრის მიზეზები სხვადასხვა შეიძლება იყოს, მათ შორის არ არის გამორიცხული ხანძრის ხელოვნური გაჩენის ვერსიაც, განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მრებრიშვილმა.

ხანძარი აბასთუმანთან ახლოს ტყეში სამშაბათს გაჩნდა. ცეცხლს ებრძვის შსს-სა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ათასზე მეტი თანამშრომელი. ხანძრის ჩაქრობას რთული რელიეფი აძნელებს. ხანძარს ებრძვის ასევე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენი და უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თვითმფრინავი.

„გამოძიება ყოველთვის ყველა ვერსიაზე მუშაობს. თუ ჩემი სუბიექტური აზრი გაინტერესებთ, მეც ვფიქრობ, რომ შეიძლება ხელოვნურად იყოს გაჩენილი, შეიძლება სხვა ფაქტორები იყოს. ახლა ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია. გამოძიება მიმდინარეობს, ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ. ყველა ვერსიას ამომწურავ პასუხს გავცემთ", — განაცხადა მღებრიშვილმა.

ხანძარი აბასთუმანთან - Sputnik საქართველო
საქართველოს აბასთუმნის ტყეში დიდი ხანძრის ჩაქრობაში დახმარება სჭირდება

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კერა მეხანძრეებისათვის ძნელადმისადგომ ადგილას არის, საცხოვრებელ სახლებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

„რელიეფი არის ძალიან რთული, მაგრამ ამის მიუხედავად, დასახლებული პუნქტებისკენ ცეცხლის გავრცელების საშიშროება ძალიან ნალებია, შეიძლება ითქვას, არ არსებობს. რაც შეეხება, ცეცხლის გადადების საკითხს, რომ სხვა ფართობებსაც მოედოს, ჩვენ მაქსიმალურად გვიჭირავს სიტუაცია და ვაკონტროლებთ", — განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

წინსაწარი მონაცემებით, ცეცხლი 5 ჰექტარ ტყეს უკიდია.

აბასთუმნის ტყისთვის ცეცხლის განგებ წაკიდების შესახებ ადგილობრივები ალაპარაკდნენ, ამაზე ასევე პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე საუბრობს. მისი თქმით, შეუძლებელია, რომ ქვეყანაში ერთდროულად ამდენი ხანძარი გაჩნდეს, და ეს ყველაფერი კარგად დაგეგმილ დივერსიას ჰგავს.

იგივე ვერსია მუსირებდა გასულ კვირასაც, როდესაც ბორჯომის ტყე იწვოდა. ცეხლის ლიკვიდაცია ექვს დღეში მოხერხდა, თუქრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბელარუსის დახმარებით. წინასწარი მონაცემებით, 100 ჰექტარი ტყე დაიწვა.

ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩაქრობისას მოხალისეებმა ბენზინის კანისტრა და ბოთლის ნამსხვრევები აღმოაჩინეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0