საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მსოფლიო დღე აღნიშნეს

© FB / Zurab Pataradzeზურაბ პატარაძე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მონუმენტთან
ზურაბ პატარაძე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მონუმენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მსოფლიო დღე აღინიშნა თბილისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდსა და ქუთაისში.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ხუთ ქალაქში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მსოფლიო დღე 1983 წელს დაარსდა. საქართველოში 2011 წლიდან აღინიშნება. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მანდატის ფარგლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს ეხმარება და შეიარაღებული კონფლიქტებისა ან გატაცების შედეგად დაკარგულთა ბედის დადგენით არის დაკავებული.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მსოფლიო დღე საქართველოში, როგორც მთელ მსოფლიოში, 30 აგვისტოს აღნიშნეს.

ბათუმის ერთ-ერთ სკვერში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნისადმი სიმბოლური მონუმენტი გვირგვინით შეამკო. იქვე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ახლობლებიც იმყოფებოდნენ.

„ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა ნუგეში ვუთხრათ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებს. მე შარშანაც მქონდა საშუალება აქ მოვსულიყავი და გავსაუბრებოდი მათ. ჩვენ წელსაც ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, თუ სად სჭირდებათ მთავრობის დახმარება და გვერდში დგომა. მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ამ ადამიანების საკეთილდღეოდ", — განაცხადა პატარაძემ.

ქეთევან ციხელაშვილი გმირთა მემორიალთან - Sputnik საქართველო
დღეს საქართველო 25 წლის წინ აფხაზეთში ომის დაწყებას იხსენებს

ამასთან, ბათუმში სასტუმრო Hillton-ში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ფოტოგამოფენა გაიმართა.

თბილისში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ახლობლები და მთავრობის წარმომადგენლები მზიურის პარკში შეიკრიბნენ.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ საქართველოში, სხვადასხვა დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულებს, ვანუგეშოთ მათი ოჯახის წევრები და ახლობლები, გავიზიაროთ მათი ტკივილი. ჩვენი მიზანია, პირველ რიგში, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მოვიძიოთ უგზო-კვლოდ დაკარგული ადამიანები ან მათი ნეშტები, ასევე, მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ დაკარგულთა ოჯახებს", — განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის პირველმა მოადგილემ პეტრე კანკავამ.

მან აღნიშნა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესი, თავის მხრივ, ქართულ, ოსურ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ემსახურება.

საქართველოში 90-იანი წლების კონფლიქტების და 2008 წლის ომის შედეგად 2 300-ზე მეტი პირი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

გორში ოთშაბათს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალი გაიხსნა. მემორიალის გახსნის ცერემონიაზე შეიკრიბნენ დედები, რომლებმაც საკუთარი შვილები დაკარგეს.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: თბილისს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში მოსკოვის დახმარება სჭირდება

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მსოფლიო დღე აღინიშნა ასევე ზუგდიდსა და ქუთაისში.

ღონისძიებათა ორგანიზატორი იყო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი.

ამ დღეს წითელი ჯვარი ახსენებს ყველას, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრთა უფლება მათი ახლობლების ბედის შესახებ ინფორმაციის ცოდნა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა ერთ-ერთ ძირითად დებულებას წარმოადგენს. მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი რა გარემოებაში დაიკარგა.

 

ყველა ახალი ამბავი
0