ბურჯანაძე: თბილისს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში მოსკოვის დახმარება სჭირდება

© photo: Sputnik / Denis Aslanovნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერ ნინო ბურჯანაძეს რუსეთის მხრიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით პოზიტიური სიგნალების იმედი აქვს.

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი, პარტია „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსეთის გარეშე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით პრობლემის გადაჭრის გზას ვერ ხედავს.

ბურჯანაძე უკვე დიდი ხანია გეგმავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩასვლას. ოპოზიციური პარტიის ლიდერს სურს შეხვედრები გამართოს დე-ფაქტო ხელისუფლებასთან და საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიების მოსახლეობასთან.

„არ დავმალავ, რომ როდესაც ეს ვიზიტი საბოლოოდ გამოიკვეთება და როდესაც დეტალები იქნება ცნობილი, მე ამის შესახებ არა მარტო საქმის კურსში ჩავაყენებ რუსეთის ხელისუფლებას, არამედ ვისურვებ, რომ მათი მხრიდან აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გარკვეული დადებითი სიგნალები გაიგზავნოს“, — განაცხადა ბურჯანაძემ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: მოსკოვში წასვლას ვერ ამიკრძალავენ

პარლამენტის ექს-სპიკერი რუსეთთან კოორდინირებული მოქმედებების აუცილებლობაში დარწმუნებულია.

„დიახ, მე ვთვლი, რომ რუსეთის დახმარების გარეშე, რუსეთის პოზიტიური როლის გარეშე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემა არ გადაწყდება. თუ ვინმემ უკეთესი რეცეპტი იცის — თქვით და მე ორივე ხელით მხარს დაგიჭერთ“, — ხაზგასმით აღნიშნა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი 2001-2008 წლებში ეკავა. 2008 წლის გაზაფხულზე ის გადადგა. იმავე წლის ნოემბერში ბურჯანაძე პოლიტიკაში დაბრუნდა და შექმნა პარტია "დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო".

ოპოზიციური პარტიის ლიდერის სახით ბურჯანაძე ხშირად სტუმრობს მოსკოვს. წელს, აგვისტოს ომის წლისთავზე მან განაცხადა, რომ მოსკოვში მოლაპარაკებებზე იმდენჯერ ჩავა, რამდენიც საჭირო იქნება. როგორც თვითონ აცხადებს, ამის მიზანი ქვეყნებს შორის ურთიერთობების მოგვარებაა.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

ყველა ახალი ამბავი
0