ქართულ "მეფე ლირს" ისრაელში შეაფასებენ

© photo: Tumanishvili Film Actors Theatre / FBზურაბ ყიფშიძე "მეფე ლირში"
ზურაბ ყიფშიძე მეფე ლირში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო ფესტივალის Fringe ფარგლებში მაყურებელი ისრაელში ქართული თეატრის სპექტაკლს იხილავს

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. თუმანიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრის დასის სპექტაკლს "მეფე ლირი" შექსპირის პიესის მიხედვით ისრაელში შეაფასებენ, სადაც დასი 31 აგვისტოს გამეგზავრება.

სცენა სპექტაკლიდან „რამონა. - Sputnik საქართველო
გაბრიაძის მარიონეტების თეატრი სპექტაკლს ავინიონის ფესტივალზე წარადგენს

ქართველი მსახიობები გამოვლენ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის Fringe ფარგლებში, რომელიც ქალაქ ბეერ-შევაში გაიმართება.

Fringe სამართლიანად ითვლება ისრაელის ყველაზე მსხვილ კულტურულ მოვლენად. ფესტივალი წელს უკვე მეშვიდედ იმართება და ის თავის სცენაზე შეკრებს მსოფლიოს საუკეთესო მსახიობებს, მუსიკოსებს, მხატვრებსა და მოცეკვავეებს.

ქართული თეატრი ისრაელის ფესტივალში პირველად მონაწილეობს.

"მეფე ლირს", რომლის რეჟისორია ზურაბ გეწაძე, მაყურებელი 2 სექტემბერს 21:00 საათზე ბეერ-შევას ხელოვნების ცენტრის სცენაზე იხილავს.

© Tumanishvili Film Actors Theatre ზურაბ ყიფშიძე სპექტაკლში "მეფე ლირი"
Зураб Кипшидзе в спектакле Король Лир Театра киноактера имени Туманишвили - Sputnik საქართველო
ზურაბ ყიფშიძე სპექტაკლში "მეფე ლირი"

მთავარ როლს სპექტაკლში ცნობილი ქართველი მსახიობი ზურაბ ყიფშიძე ასრულებს. 2016 წელს ამ როლის შესრულებისთვის ის "წლის საუკეთესო მსახიობად" დაასახელეს.

როგორც კინომსახიობთა თეატრში აღნიშნავენ, "მეფე ლირის" სანახავად მაყურებელი ისრაელის სხვადასხვა ქალაქიდან სპეციალურად ჩავა.

 

ყველა ახალი ამბავი
0