ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: შავდათუაშვილი მედლის გარეშე დარჩა

გამოწერა
ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა შავდათუაშვილი ორ ბრძოლაში დამარცხდა და მედლების გარეშე დარჩა

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღეს ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) ბრინჯაოს მედლის მოპოვება ვერ შეძლო.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველი სპორტსმენი სამხრეთკორეელ ჩანგრიმ ანუსთან დამარცხდა.

შავდათუაშვილმა, რომელიც ლონდონის ოლიმპიური ჩემიონი (2012) და რიო-დე-ჟანეიროს ბრინჯაოს პრიზიორია (2016), ტურნირზე ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო, რა დროსაც ბრაზილიელ მარსელო კონტინის სძლია.

ძიუდო - Sputnik საქართველო
ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავეს

მერვედფინალში შავდათუაშვილმა გამბიის წარმომადგენელ ფაიე ნჯიეს მოუგო, მაგრამ მეოთხედფინალის სტადიაზე მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, იაპონელი სოიჩი ხაშიმოტო ვერ დაამარცხა.

პირველი რაუნდის სტადია მარიამ ჯანაშვილმაც (-57 კგ) ვერ გადალახა, რომელმაც კანადელ კატრინ ბუშემის დაუთმო.

ამგვარად, მსოფლიო ჩემპიონატის სამი დღის შემდეგ საქართველომ მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მისი მფლობელი ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ) გახდა.

31 აგვისტოს მსოფლიო ჩემპიონატზე მამაკაცები მედლებს 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში გაათამაშებენ. საქართველოს ნაკრებს ზებედა რეხვიაშვილი წარადგენს, რომელიც ტურნირზე ასპარეზობას მეორე წრიდან დაიწყებს და ურუგვაის წარმომადგენელს, ალან აპრაჰამიანს შეხვდება.

რაც შეეხება ქალებს, ისინი 63 კგ-მდე წონით კატეგორიაში იასპარეზებენ, რომელშიც საქართველოს საკუთარი წარმომადგენელი არ გააჩნია.

 

ყველა ახალი ამბავი
0