თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. თელავის რაიონის სოფელ რუისპირში მინდორზე გაჩენილ ცეცხლს 20 მეხანძრე ებრძვის, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით.
ხანძარმა დაახლოებით ერთი ჰექტარი ფართობი მოიცვა. იწვის ბალახი. ეს ტერიტორია ძნელად მისადგომია, რაც მეხანძრეების მუშაობას აფერხებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, რადგან მინდორი საცხოვრებელი სახლებიდან და ვენახებიდან მოშორებით არის.
საქართველო 2017 წლის ზაფხულში ხანძრების სერიამ მოიცვა. განსაკუთრებით გახშირდა ტყის ხანძრები აგვისტოში. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში მოხდა, რომლის დროსაც 100 ჰექტარზე მეტი ტყის ფართობი დაიწვა.
ხანძარი გრძელდება აბასთუმნის ახლოს ტყეში. ადგილზე იმყოფება შსს-სა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ათასზე მეტი თანამშრომელი, ცეცხლის ჩაქრობაში მონაწილეობენ მოხალისეებიც.