ბერა ივანიშვილმა გადაიღო კლიპი რუს მოდელ ევა მინაევასთან ერთად

© photo: Sputnikბერა ივანიშვილის კლიპი სიმღერაზე Parlez-Vous Français
ბერა ივანიშვილის კლიპი სიმღერაზე Parlez-Vous Français - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდელი ევა მინაევა საქართველოში კლიპის გადაღებისთვის აგვისტოში იმყოფებოდა

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, შემსრულებელმა და რეპერმა ბერამ წარმოადგინა ახალი კლიპი, რომელშიც რუსი მოდელი ევა მინაევაა გადაღებული.

შავ-თეთრ კლიპში სიმღერაზე Parlez-Vous Français ("საუბრობთ ფრანგულად?") ბერა ხვდება გოგონას კლუბში, შემდეგ კი მათი ნაცნობობა რომანტიკულ ურთიერთობებში გადაიზრდება.

ბერას ვიდეოს ერთ დღე-ღამეში 100 ათასზე მეტი ნახვა აქვს.

უფრო ადრე მასმედიაში აქტიურად განიხილავდნენ ვერასა და ევა მინაევას კავშირს, რომლებიც ერთად გამოჩნდნენ ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე GEM Fest.

ბერა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ბერა ივანიშვილი GEM Fest-ს რუს მოდელთან ერთად ეწვია

მაშინ ვებ-გვერდ Palitravideo.ge-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანდა, რომ ბერას ხელი ჰქონდა გადახვეული მოდელზე და დაცვისა და ფესტივალის ორგანიზატორ გიორგი სიგუას თანხლებით ფესტივალის მონაწილეთა შორის გზას მიიკვლევდა.

ევა მინაევა 18 წლის სანქტ-პეტერბურგელი მოდელია, მუშაობს ნიუ-იორკის, ბარსელონის, პარიზის, მილანისა და ლონდონის წამყვან სამოდელო სააგენტოებში. ის მონაწილეობდა Gucci-ს სარეკლამო კამპანიებში და ათეულობით, მათ შორის Chanel, Dolce & Gabbana და Marc Jacobs-ის ჩვენებაში.

© photo: Sputnikმოდელი ევა მინაევა ბერა ივანიშვილის კლიპში
Модель Ева Минаева в клипе Беры Иванишвили - Sputnik საქართველო
მოდელი ევა მინაევა ბერა ივანიშვილის კლიპში

ბერა ივანიშვილი 23 წლის მომღერალი, მუსიკოსი და კომპოზიტორია. 2010 წელს მან დააარსა თავისი ხმის ჩამწერი სტუდია Dream და დაიწყო თავის პირველ ალბომზე მუშაობა.

 

ყველა ახალი ამბავი
0