ბერა ივანიშვილი GEM Fest-ს რუს მოდელთან ერთად ეწვია

© photo: Bera / FBბერა ივანიშვილი
ბერა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე მდიდარი ქართველის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა კამერების წინ 18 წლის სანქტ-პეტერბურგელ მოდელ ევა მინაევასთან ერთად გამოჩნდა.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ბერა ივანიშვილი ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალ GEM Fest-ზე მოდელ ევა მინაევასთან ერთად გამოჩნდა.

ვებ-გვერდზე Palitravideo.ge გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ მოდელზე ხელგადახვეული ბერა დაცვის თანხლებით GEM Fest-ის მონაწილეებს შორის გადის. წყვილს თან ახლდა ფესტივალის ორგანიზატორი გიორგი სიგუა.

Публикация от Eva Minaeva (@eva.minaeva) Авг 3 2017 в 6:21 PDT

 

ევა მინაევა 18 წლის სანქტ-პეტერბურგელი მოდელია, მუშაობს ნიუ-იორკის, ბარსელონის, პარიზის, მილანისა და ლონდონის წამყვან სამოდელო სააგენტოებში. ის მონაწილეობდა Gucci-ს სარეკლამო კამპანიებში და ათეულობით, მათ შორის Chanel, Dolce & Gabbana და Marc Jacobs-ის ჩვენებაში.

ბერა ივანიშვილი 23 წლის მომღერალი, მუსიკოსი და კომპოზიტორია. 2010 წელს მან დააარსა თავისი ხმის ჩამწერი სტუდია Dream და დაიწყო თავის პირველ ალბომზე მუშაობა.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM Fest 2017 ანაკლიაში 14 ივლისს დაიწყო და 14 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ის რვა საკლუბო სცენას და მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლუბური მუსიკის 500-ზე მეტ სახელოვან შემსრულებელს გააერთიანებს. როგორც შარშან, GEM Fest 2017 შავი ზღვის პირას, სუბტროპიკების, კონცეპტუალური არქიტექტურისა და არტ-ობიექტების ბუნებრივ დეკორაციებში გაიმართება. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი აფხაზეთის მოსახლეობისთვის შესვლა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0