თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა იმ 12 მოთამაშის გვარები დაასახელა, რომლებიც 31 აგვისტოს ევროპის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას, ნათქვამია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქართველოს კალათბურთის ნაკრების შემადგენლობა:
მაიკლ დიქსონი („სტრასბურგი“, საფრანგეთი)
გიორგი გამყრელიძე („ტიტები“, საქართველო)
ანატოლი ბოისა („ქუთაისი“, საქართველო)
ზაზა ფაჩულია („გოლდენ სტეიტი“, აშშ)
გიორგი ცინცაძე („ქუთაისი“, საქართველო)
გიორგი შერმადინი („უნიკახა“, ესპანეთი)
დუდა სანაძე („თავისუფალი აგენტი)
მანუჩარ მარკოიშვილი („რეჯიო ემილია“, იტალია)
მიხეილ ბერიშვილი („დინამო“, საქართველო)
თორნიკე სენგელია („ბასკონია“, ესპანეთი)
გოგა ბითაძე („მეგა ლექსი“, სერბეთი)
ილია ლონდარიძე („დინამო“, საქართველო).
საქართველოს ნაკრები სამშაბათს ტელ-ავივში გაემგზავრება, სადაც В ჯგუფის ყველა მატჩი ჩატარდება. პლეი-ოფში გასვლაზე ილიას ზუროსის აღსაზრდელები ეთამაშებიან უკრაინის, ისრაელის, ლიტვის, იტალიისა და გერმანიის გუნდებს.
ცნობილია საქართველოს ნაკრების მონაწილეობით მატჩების ცხრილი (თბილისის დროით):
31 აგვისტო, ლიტვა — საქართველო (19:30)
2 სექტემბერი, საქართველო – გერმანია (16:45)
3 სექტემბერი, საქართველო – უკრაინა (16:45)
5 სექტემბერი, ისრაელი – საქართველო (22:30)
6 სექტემბერი, საქართველო — იტალია (18:30)
მერვედფინალში გავლენ ნაკრებები, რომლებიც ჯგუფებში პირველ ოთხ ადგილს დაიკავებენ.
ისრაელის გარდა, წლევანდელ "ევრობასკეტს" კიდევ სამი ქვეყანა უმასპინძლებს: ფინეთი (А ჯგუფის მატჩები), რუმინეთი (С ჯგუფი) და თურქეთი (D ჯგუფი).
А ჯგუფი: პოლონეთი, საბრეძნეთი, საფრანგეთი, ფინეთი, ისლანდია, სლოვენია.
С ჯგუფი: ხორვატია, ჩეხეთი, ესპანეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, უნგრეთი.
D ჯგუფი: დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, სერბეთი, ლიტვა, თურქეთი, ბელგია.
პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში მერვედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ჯვარედინი სისტემით А ჯგუფის ერთ-ერთი გუნდი გახდება, ანუ В1 – А4, В2 – А3, А2 – В3 და А1 – В4. შესაბამისად, იგივე განაწილება С და D ჯგუფებს შორის მოხდება.
ევროპის მოქმედი ჩემპიონია ესპანეთის ნაკრები, რომელმაც ფინალში ლიტვას ანგარიშით 80:63 მოუგო.