თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. კრიმინალური სამყაროს ლიდერი, საქართველოს მოქალაქე საკონტროლო-გამშვებ პუნქტ "ზემო ლარსზე" რუსეთ-საქართველოს საზღვრის ყალბი დოკუმენტებით გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რუსეთის უშიშროების საბჭოს ჩრდილოეთ ოსეთის სასაზღვრო სამმართველოს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
საპასპორტო კონტროლის გავლისას მამაკაცმა წარადგინა რუსეთის საზღვარგარეთის პასპორტი, რომელმაც მესაზღვრეებს ეჭვი გაუჩინა. კონტროლიორის შენიშვნაზე, რომ დოკუმენტი, შესაძლოა, სხვა ეკუთვნოდეს, მამაკაცმა ჯიბიდან სხვა პასპორტი ამოიღო — უკვე აზერბაიჯანის მოქალაქის.
"ვითარების გამორკვევის დროს დაკავებულს აღმოაჩნდა ყალბი დოკუმენტების რამდენიმე კომპლექტი და ნამდვილი — არცერთი", — ნათქვამია განცხადებაში.
მოგვიანებით დაადგინეს, რომ დამრღვევი პირი საქართველოს მოქალაქეა, რომელმაც სასჯელი არაერთხელ მოიხადა როგორც საქართველოში, ისე რუსეთში.