თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ქართველი ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ) მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, რომელიც ამ დღეებში ბუდაპეშტში მიმდინარეობს.
მარგველაშვილმა ტურნირზე გამოსვლა მეორე რაუნდიდან დაიწყო და ნახევარფინალისკენ გზაზე დაამარცხა ბილიალ იეიალსალმანი იორდანიიდან, სიიაბულელ მაბულუს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან და რაიან ვარგასს აშშ-იდან.
გადამწყვეტ ორთაბრძოლაში გასვლისთვის ქართველი სპორტსმენი დაუპირისპირდება იაპონელ აბე ჰიფუმის, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში მეოთხე ადგილი უკავია. თავად მარგველაშვილი IJF-ის რეიტინგში მე-11 ადგილზეა.
მეორე ნახევარფინალური წყვილია მიხაილ პულიაევი (რუსეთი) და ტალ ფლიკერი (ისრაელი).