ქართველები ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს უმედლოდ დარჩნენ

© FB / Ministry of Transport of Georgiaამირან პაპინაშვილი მეჰმან სადიგოვთან ორთაბრძოლაში
ამირან პაპინაშვილი მეჰმან სადიგოვთან ორთაბრძოლაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა ძიუდოისტმა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე 1/8 ფინალი ვერ გადალახა

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაიწყო, საქართველოს ნაკრები მედლის გარეშე დარჩა.

მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილმა თავისი გამოსვლა ტურნირზე მეორე წრიდან დაიწყო.

ლუკა კაპანაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა - Sputnik საქართველო
ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველი ძიუდოისტის პირველი მეტოქე მონღოლეთის წარმომადგენელი იან სიკარდი იყო. მას პაპინაშვილმა ორი ვაზარით მოუგო.

შემდეგ რაუნდში პაპინაშვილი უზბეკ დიერბეკ უროზბოევს შეხვდა და წააგო, ამგვარად ის ტურნირს 1/8 ფინალურ სტადიაზე გამოეთიშა, უზბეკი სპორტსმენი კი ბრინჯაოს მფლობელი გახდა.

ამ წონით კატეგორიაში გამარჯვებული გახდა ნაოჰისა ტაკატო იაპონიიდან, რომელმაც ფინალში აზერბაიჯანელი ორჰან საფაროვი დაამარცხა.

სამშაბათს მსოფლიო ჩემპიონატზე მამაკაცები გაათამაშებენ მედლების 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, რომელშიც საქართველოს ვაჟა მარგველაშვილი წარმოადგენს. მისი პირველი მეტოქე ბილალ იეიალსალმანი იქნება იორდანიიდან.

მსოფლიო პირველობაზე, რომელიც 3 სექტემბრამდე გაგრძელდება, მონაწილეობს 730 ძიუდოისტი 126 ქვეყნიდან. საქართველო ტურნირზე 12 სპორტსმენით არის წარმოდგენილი (9 მამაკაცი და 3 ქალი).

 

ყველა ახალი ამბავი
0