ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

© FB / IJF - International Judo Federationლუკა კაპანაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლუკა კაპანაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში მიმდინარე ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა კაპანაძემ თურქ მიჰრაკ აკუსთან დათმო.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა კაპანაძემ (-55 კგ) ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში იმართება, ვერცხლის მედალი მოიპოვა, ნათქვამია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ვებ-გვერდზე.

ფინალში კაპანაძე თურქ მიჰრაკ აკუსს შეხვდა, მაგრამ ორთაბრძოლა დათმო.

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღეს ძიუდოისტები მედლების ოთხ კომპლექტს გაითამაშებენ —  2-2-ს ვაჟებსა და გოგონებს შორის. საქართველოს ნაკრები სამ წონით კატეგორიაში იქნება წარმოდგენილი: გიორგი კაპანაძე (-60 კგ), მიხეილ ბახბახაშვილი (-66 კგ) და ეკატერინე თათუნაშვილი (-52 კგ).

სანტიაგოში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი 13 აგვისტომდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0