სჭირდება თუ არა საქართველოს მედია-ომბუდსმენი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმიკროფონები ბრიფინგზე
მიკროფონები ბრიფინგზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უჩა ნანუაშვილს არ მოეწონა გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა, მედია-ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის აუცილებლობის თაობაზე

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი ქვეყანაში მედია-ომბუდსმენის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს და საჭოროდ უკვე არსებული ინსტიტუტების განვითარებას მიიჩნევს.

პრემიერი მარტში გამოვიდა მედია-ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით, სადაც მოწვეული იქნებიან მსოფლიოში აღიარებული რეპუტაციის მქონე მასმედიის უფლებადამცველები. პრემიერის ჩანაფიქრით, ახალმა ინსტიტუტმა მუდმივად უნდა განახორციელოს საქართველოში მედია-გარემოს მონიტორინგი, მათ შორის, შეისწავლოს და შეაფასოს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის (Rustavi2) ირგვლივ მოვლენები.

მედია-ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივას ეუთო გამოეხმაურა. ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ კომენტარში ნათქვამია, რომ აღნიშნული ინიციატივა უნდა განიხილებოდეს პარტიების, მედიის, აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. კომენტარში აგრეთვე აღნიშნულია, რომ მედია-ომბუსმენი საზოგადოებაში მაღალი ნდობით უნდა სარგებლობდეს.

„ჩვენ ადრეც აღვნიშნეთ, რომ ახალი ინსტიტუტის შექმნა ნამდვილად არ იყო აუცილებელი, უკვე არსებობს რამდენიმე ინსტიტუტი, რომელიც მუშაობს ამ საკითხებზე და ალბათ უპრიანია გაძლიერდეს არსებული ინსტიტუტები. რაც შეეხება ეუთოს დახმარებას, შესაძლოა რაღაც მოკლევადიანი დახმარების სახით ყოფილიყო ეს დახმარება, რაზეც უშუალოდ ეს დასკვნაც მიუთითებს. პრინციპში ჩვენი მოსაზრებები მთლიანად ემთხვევა ეუთოს დასკვნას, შესაბამისად მიგვაჩნია, რომ უკვე არსებული ინსტიტუტები უნდა განვითარდეს ამ მიმართულებით", —განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო
ელისაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი პოლიციაში დაკითხეს

ქართველმა მედია-ექსპერტებმა ეუთოს კომენტარი პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ნეგატიურ შეფასებად აღიქვეს.

„ეუთო ამბობს, რომ ყველა ძირითადი მოთამაშე ვერ ხედავს ამის საჭიროებას და შიდა კონსენსუსის გარეშე, რაც არ უნდა მედია ომბუდსმენის იდეა კარგი იყოს, ის არარელევანტურია ამ ვითარებაში. ეს არის მათ ხედვა და აქედან გამომდინარე უნდა გამოიტანოს ხელისუფლებამ დასკვნები იმიტომ, რომ მედია ომბუდსმენის ფუნქცია, იმ მომენტში ევროსასამართლომ შეასრულა გარკვეულწილად იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას დაუდგა საქართველოში", — განაცხადა მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ კინწურაშვილმა.

ეუთოს ვებ-გვერდზე კომენტარის ავტორია ლიტვის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე დაინუს რადზიავიჩუსი, რომელიც საქართველოში ორგანიზაციის მანდატით 1 და 2 მაისს იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა ხელისუფლების, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. შეხვედრებზე საქართველოში მედია-ომბუდსმენის თანამდებობის შექმნის საკითხი განიხილებოდა. აღნიშნული დოკუმენტი მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შემუშავდა.

სიტყვის თავისუფლების თემა საქართველოში მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 2 მარტს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის (Rustavi2) ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს და ის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრეს. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა.

 

ყველა ახალი ამბავი
0