პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მთავრობას რუსეთთან ფარული მოლაპარაკებების გამო უსაყვედურა

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მთავრობას მიუთითა, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას საზოგადოება ყველაფერზე ინფორმირებული უნდა იყოს

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ქართული საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული საქართველოსა და რუსეთის მთავრობების წარმომადგენლებს შორის ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩაქრობაში დახმარების საკითხზე მოლაპარაკებების შესახებ, განაცხადა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.

სამშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია იმის სესახებ, რომ ქართულმა მხარემ რუსეთს ხანძრის ჩაქრობაში დახმარებისთვის მიმართა. რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ უფრო ადრე განაცხადა, რომ რუსი მაშველები მზად იყვნენ, საქართველოს ცეცხლის ჩაქრობაში დახმარებოდნენ და გამოეყოთ თვითმფრინავი Ил-76.

„მაშინ, როდესაც მიიღება ესა თუ ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მით უმეტეს, როდესაც ეს არის დაკავშირებული რუსეთის ფედერაციასთან. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ მიეწოდებოდეს საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია და არ ხდებოდეს საზოგადოების უკან რაღაც მოლაპარაკებების წარმოება", — განუცხადა ფხალაძემ ჟურნალისტებს.

სახანძრო ვერტმფრენი ბორჯომის ტყეში - Sputnik საქართველო
საგარეო უწყება: საქართველომ რუსეთს ხანძრის ჩაქრობაში დახმარება სთხოვა

უფრო ადრე საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლების წინადადება ხანძრის ჩაქრობაში დახმარების შესახებ მისასალმებელია.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში დიალოგი ჟენევის დისკუსიების და ასევე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში ხორციელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0