თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. აჭარის დედაქალაქში „ბათუმობა-2017"-ს 2-3 სექტემბერს იზეიმებენ.
ღონისძიების ეპიცენტრია მემედ აბაშიძის გამზირი, სადაც მთავარი კულტურულ-გასართობი ღონისძიებები გაიმართება, ნათქვამია ბათუმის მერიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ბათუმობა 2017"-ის პროგრამა
საზეიმო ღონისძიებები 12:00 საათზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის ყვავილებით შემკობით (დრამატული თეატრის უკან) დაიწყება
შემდეგ გაიმართება მსვლელობა მემედ აბაშიძის გამზირზე, სასულე ორკესტრის თანხლებით, ევროპის მოედანზე კი კონცერტი ადგილობრივი მუსიკალური ბენდების შესრულებით, რომელიც 17:00-მდე გაგრძელდება.
დღის პირველი საათისთვის გაიმართება "ბათუმობა 2017"-ის საზეიმო გახსნა, შემდეგ კვლავ დაგეგმილია მსვლელობა მემედ აბაშიძის გამზირზე.
„ბათუმობა 2017"-ის სტუმრებს ელის შემდეგი ღონიოსძიებები: ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა (ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორია), ფოტო სტენდები და მოცულობითი ასოებით აწყობილი ბათუმის ინსტალაცია (ევროპის მოედანი), საზღვაო თემატიკის დეკორაციით მორთული ჯიხურებისგან მოწყობილი გამოფენა — გაყიდვა, ქალაქ ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის მიერ მოწყობილი "მწვანე კუთხე", სარკის ინსტალაცია, ძველი ბათუმის ისტორიის გაცოცხლება — ძველი ბათუმის ფოტოგამოფენა და პერფორმანსი პლატონ გიგინეიშვილის სახლის წინ, თანამედროვე STREET ART-ის ინსტალაცია, თოჯინების თეატრის წარმოდგენები, შადრევანი — ვეშაპის ინსტალაცია, სახალისო ფოტოსტენდები, საბავშვო გასართობი აქტივობები: ქვიშის მოედანი და სახალისო თამაშები, გაეროს ბავშვთა ფონდის ანტი-სტიგმა კამპანია „დაინახე ყველაფერი", საბავშვო საქანელები, წიგნების გამოფენა-გაყიდვა, ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა „წრე".
ზეიმის პირველი დღე ევროპის მოედანზე ბათუმის ჯაზ ბიგბენდის კონცერტით დარულდება, რომელიც 21:00 საათზე დაიწყება.
გამოგენა-გაყიდვები, თოჯინების თეატრის წარმოდგენები, ინსტალაციები და სხვა ღონისძიებები ბათუმში 3 სექტემბერსაც გაიმართება.
ევროპის მოედანზე 17:00 საათმდე საბავშვო სტუდიების კონცერტები გაგრძელდება.
ზეიმის დასასრულს ევროპის მოედანზე გაიმართება გალა-კონცერტი, რომელიც 21:00 საათზე დაიწყება.
კონცერტსი მონაწილეობენ — ჯგუფი „ურსა", ნოდიკო ტატიშვილი, დათუნა მგელაძე, თამთა ჭელიძე, ნიკო ბერიძე, ზვიად ბოლქვაძე, სოფო ხალვაში, ჯგუფი „რეზო და ბავშვები", ბორის შხიანი, ალეკო ბერძენიშვილი და დავით ფორჩხიძე.