"თბილისობა 2017" 7-8 ოქტომბერს გაიმართება

გამოწერა
წელს ქალაქის დღესასწაული 38-ედ აღინიშნება

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. "თბილისობა 2017" 7-8 ოქტომბერს გაიმართება, ნათქვამია თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ძირითადი სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება ისტორიულ ცენტრში — "ახალ ტფილისში", რიყის პარკსა და ლეღვთახევში.

"თბილისობის" ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება, სუვენირებისა და სასოფლო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვები, ბავშვებისთვის — გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები.

თბილისობისადმი მიძღვნილ კონცერტზე ასობით ადამიანი შეიკრიბა - Sputnik საქართველო
"თბილისობა": ლამაზი ჰანგები და ასობით სტუმარი ევროპის მოედანზე

ყველა მსურველს შეუძლია, დედაქალაქის დღესასწაულზე თავისი იდეა თუ პროექტი თბილისის მერიას შესთავაზოს. განაცხადებს უწყების კანცელარიაში 8 სექტემბრამდე მიიღებენ.

"თბილისობის" ჩასატარებლად მერიაში დედაქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული კომისია შეიქმნა.

2017 წელს დღესასწაული 38-ედ გაიმართება. თბილისობა პირველად 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. როგორც ცნობილია, 1976 წლის 5 ნოემბერს გაზეთ "თბილისში" ცნობილმა ჟურნალისტმა და საზოგადო მოღვაწემ გვანჯი მანიამ გამოაქვეყნა წერილი სათაურით "დაწესდეს ახალი დღესასწაული", რასაც საზოგადოების მხრივ უამრავი გამოხმაურება მოჰყვა — თბილისელები მხარს უჭერდნენ ამ საერთო-სახალხო ზეიმის დაარსება-დამკვიდრებას, რაც სამი წლის შემდეგ განხორციელდა კიდეც.

 

ყველა ახალი ამბავი
0