თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ლიუბლინის ჰანს ქრისტიან ანდერსენის სახელობის თოჯინების თეატრის თბილისს გასტროლებით ეწვევა და ორჯერ აჩვენებს სპექტაკლს "ალისა საოცრებათა ქვეყანაში".
დადგმა ინგლისელი მათემატიკოსის, პოეტისა და მწერლის, ჩარლზ ლუტვიჯ დოჯსონის (ფსევდონიმი — ლუის კეროლი) 1865 წელს გამოცემული ზღაპრის მოტივებზე ეკუთვნის რეჟისორსა და ქორეოგრაფ ჯექს ტიმერმანსს.
სპექტაკლზე მუშაობდნენ კომპოზიტორები პაულ ვან კემენადე და სტევკო ბუში, კოსტიუმების მხატვარი ვიქტორია ჩზაკონი.
ზღაპარს ალისას ჯადოსნურ მოგზაურობაზე პოლონური თეატრი დიდი თოჯინების მეშვეობით მოყვება. ასაკობრივი შეზღუდვა 7+.
თეატრი 12 სექტემბერს კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრის სცენაზე გამოვა. სპექტაკლი 19:00 და 21:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.
თოჯინების თეატრი ქალაქ ლიუბლინის დომინიკანურ მონასტერში ჯერ კიდევ 1945 წელს შეიქმნა. თეატრის რეპერტუარია ფართო და საინტერესოა. დიდი ყურადღება ეთმობა ანდერსენის შემოქმედებას.