აჭარაში შუასაუკუნეების ხიხანის ციხის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

© photo: Zurab Pataradze / FBზურაბ პატარაძე ხიხანის ციხის ტერიტორიაზე
ზურაბ პატარაძე ხიხანის ციხის ტერიტორიაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხიხანის ციხე აჭარის მიუდგომელ კლდეზე ახალ სიცოცხლეს შეიძენს - მომავალ წელს კიდევ ორი კოშკის რეაბილიტაციაა დაგეგმილო

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. აჭარის მთავრობის მეთაურმა ზურაბ პატარაძემ მეუღლესთან ერთად შუასაუკუნეების ხიხანის ციხის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ხიხანი ხულოს რაიონში ზღვის დონიდან 2,2ათას მეტრ სიმაღლეზე, მიუდგომელ კლდის თხემზე მდებარეობს.

არქეოლოგიური გათხრები ზუგდიდის რაიონში - Sputnik საქართველო
ტაბაკონის ბორცვზე კოლხური კულტურის ნამოსახლარი აღმოაჩინეს

კლდეზე აშენებული ხიხანის ციხე XI-XIII საუკუნეებით თარიღდება და მდიდარი ისტორიული წარსული აქვს. ადრე მას სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა — იქიდან აკონტროლებდნენ სავაჭრო გზას, აღნიშნულია აჭარის მთავრობის მეთაურის ზურაბ პატარაძის გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ციხის აღდგენითი სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. გეოგრაფიული მდებარეობისა და კლიმატური პირობების გამო სამუშაოების ჩატარება მხოლოდ ზაფხულობით არის შესაძლებელი.

"რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა ხიხანის ციხის სასახლეს და ციხის ორ კოშკს. 2018 წლისათვის დაგეგმილია ხიხანის ციხის კიდევ ერთი კოშკის რეაბილიტაცია", — აღნიშნულია განცხადებაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად დაწყებულია ხიხანის ციხის არქეოლოგიური შესწავლა, რომელიც წელს უნდა დასრულდეს.

ყველა ახალი ამბავი
0