ზუგდიდში საავადმყოფოს ფანჯრიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა

© photo: Sputnik / Evgeniy Samarin / გადასვლა მედიაბანკშირეანიმაციული განყოფილება
რეანიმაციული განყოფილება - Sputnik საქართველო
გამოწერა
არსებული ინფორმაციით, სამი წლის გაბრიელ ლუკავას მდგომარეობა მძიმეა. ბავშვს მრავლობით მოტეხილობა და თავის ქალის ტრავმა აღენიშნება.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. ზუგდიდში, წმინდა ლუკას სახელობის რეფერალური საავადმყოფოს მესამე სართულის ფანჯრიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი-2“.

112 - Sputnik საქართველო
ბათუმში ხუთი წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

ტელეკომპანიის ინფორმაციით, სამი წლის გაბრიელ ლუკავას მდგომარეობა მძიმეა. ბავშვს მრავლობით მოტეხილობა  და თავის  ქალის ტრავმა აღენიშნება.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს პალატაში ბავშვის დედა იმყოფებოდა, რომელიც ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, შვილს საჭმელს უმზადებდა.

3 წლის ლუკა ზუგდიდის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, თუმცა მალე ქუთაისში გადაიყვანენ, ვინაიდან მას ბავშვთა რეანიმაცია ესაჭიროება. ქუთაისშივე ჩაუტარდება ქირურგიული ოპერაცია.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით აღიძრა.

ყველა ახალი ამბავი
0