ბათუმში ხუთი წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტოსაგზაო შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოხდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალში გადაიყვანა.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ბათუმში ხუთი წლის ბავშვს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.  

ავტოსაგზაო შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოხდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალში გადაიყვანა. 

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილითაა აღძრული, რაც  ავტომობილის  ან სხვა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას  გულისხმობს,   რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანააული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობით ისჯება. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0