თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. ახალციხის რაიონის სოფელ სვირის წიწვოვან ტყეში ხანძარი გაჩნდა, მეხანძრეებს რთული რელიეფის გამო მუშაობა უჭირთ. ვითარების ადგილზე გასაცნობად სვირში შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მანამდე ტელეკომპანიას ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ აცნობა, რომ ხანძარი დიდ ფართობზე არაა გავრცელებული (დაახლოებით ერთ ჰექტარამდე), ადგილზე სახანძრო ბრიგადები მუშაობენ, თუმცა, რთული რელიეფის გამო, მათ ცეცხლის კერასთან მისვლა უჭირთ.
შინაგან საქმეთა მინისტრი კომენტარს ჟურნალისტებთან ადგილზე ვითარების გაცნობის შემდეგ გააკეთებს.
სოფელ სვირში ცოტა ხნის წინ, გაწვიმდა, რაც მეხანძრეებს მუშაობას გაუადვილებს.