თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. ხანძარი გაჩნდა გორის გარეუბანში, კომბინატის დასახლებასთან, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ტელეარხის ინფორმაციით, ცეცხლი ხმელ ბალახს უკიდია, ადგილზე მუშაობენ სახანძრო ბრიგადები.
როგორც მოსახლეობა აცხადებს, ცეცხლი დასახლებული ადგილიდან მოშორებითაა და მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
გორში უკვე ლოკალიზებულია კიდევ ერთი ხანძარი – ელექტროსადგურების მიმდებარედ. ცეცხლი აქაც ხმელ ბალახს ეკიდა, ასევე გავრცელდა ნაძვების ძირშიც, თუმცა სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხეები არ დაზიანებულა.