თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ატენის ხეობაში, სოფელ ზემო ბოშურში ხანძარი 2 ჰექტარ ტერიტორიაზე გავრცელდა და საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია, ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო ბრიგადები, რომლებიც ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.
„ხანძრიდან საცხოვრებელი ტერიტორია 1 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, თუმცა ხალხის ნაწილი, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მაინც გავიყვანეთ, ", — აცხადებს პირველ არხთან გორის გამგებლის წარმომადგენელი კახა თინიკაშვილი.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამოწვევის მიზეზი.