თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. „Sputnik–საქართველოს" მკითხველთა უმრავლესობა ქვეყანაში სასკოლო განათლების დონით უკმაყოფილოა. ამაზე მტყველებს საინფორმაციო სააგენტოს ვებ–გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
კითხვას "კმაყოფილი ხართ სასკოლო განათლების დონით საქართველოში?" უარყოფითი პასუხი გასცა 78,9%–მა, ხოლო 21,1%–მა არ იცის ამის შესახებ.
საქართველოში სასკოლო განათლების დონით კმაყოფილი არცერთი მკითხველი არ არის.
2017 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41,5 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, მაგრამ მონაწილეობის მიღება ვერ შეძლეს, რადგან ვერ გადალახეს გამოსაშვები გამოცდების მინიმალური ბარიერი. სულ ერთიან ეროვნულ გამოცდებში 39 ათასამდე აბიტურიენტი მონაწილეობდა. აქედან სტუდენტი გახდა 28 ათასზე მეტი.
© Sputnik / Maria TsimintiaGEO VERSION Сколько стоит собрать ребенка в школу в Грузии
GEO VERSION Сколько стоит собрать ребенка в школу в Грузии
© Sputnik / Maria Tsimintia