საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია

© photo: Sputnik / Aleksey Smirnov / გადასვლა მედიაბანკშიბავშვი საავადმყოფოს პალატაში
ბავშვი საავადმყოფოს პალატაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს–მ ზუგდიდის საავადმყოფოს ფანჯრიდან მცირეწლოვანი ბავშვის გადმოვარდნასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოვარდნილი სამი წლის ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, განუცხადა ჟურნალისტებს სამედიცინო დაწესებულების ექიმმა მაია მალანიამ.

რეანიმაციული განყოფილება - Sputnik საქართველო
ზუგდიდში საავადმყოფოს ფანჯრიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა

ბავშვი ფანჯრიდან დღეს დილით გადმოვარდა. მას მრავლობით მოტეხილობა და თავის ქალის ტრავმა აღენიშნება.

"ამჟამად ავადმყოფის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. კატასტროფის ბრიგადა გამოიძახეს და პაციენტი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს", – განაცხადა მალანიამ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სსკ–ის მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან ორ წლამდე გამოსასწორებელი სამუშაოებით.

ყველა ახალი ამბავი
0