ალეკო ელისაშვილმა ავლაბარში საპროტესტო აქცია გამართა

© FB / Alexander Elisashviliალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავლაბარში ხეების უკანონო მოჭრის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ავლაბარში, ქურხულის ქუჩაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან და საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართა, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი.

ავლაბარში მოსახლეობა ქურხულის ქუჩაზე მდებარე სკვერში სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებს, ადგილობრივების თქმით, ჯანსაღი ხეები ადგილზე უკანონოდ გაიჩეხა.

მოჭრილი ხე - Sputnik საქართველო
ქუთაისში ხეების მოჭრას მოსახლეობა აპროტესტებს

სკვერში გამართულ აქციას თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილიც ესწრება. ის თბილისის მერიისგან მოითხოვს, რომ ინვესტორს ტერიტორია ადგილმონაცვლეობის წესით შეუცვალოს, ადგილზე კი კვლავ სკვერი მოაწყოს.

„ავლაბარში რამდენიმე სკვერია სულ, ახლა ქურხულის ქუჩაზე გაყვეს სკვერი შუაზე და დაიწყო სასტუმროს მშენებლობა, ეს არის ბარბაროსობა, მერიაში ნარმანიას მერიაში კარგად იციან რომ ბოლო დღეები აქვთ და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ფული გააკეთონ. მოვითხოვ, რომ ადგილის ჩანაცვლება მოხდეს მესაკუთრესთან და აქ — ქურხულის ქუჩაზე აღდგეს სკვერი", — განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0