თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. წყალდიდობები გასული აპრილიდან ტეხასელი წყვილის სამი დაგეგმილი საქორწილო ცერემონიის ჩაშლის მიზეზი გახდა, იუწყება Риа Новости ტელეარხ CNN-ზე დაყრდნობით.
ჯენი სუარესი და დასტინ მორგანი 2016 წლის აპრილიდან დაქორწინებას ცდილობენ. ნიშნობის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ისინი თავისი ოცნების ქორწილს გეგმავდნენ, მაგრამ მათ მდინარე საბინმა შეუშალა, რომელიც ნაპირებიდან გადმოვიდა. ცერემონიის ადგილას წყლის დონე ორ მეტრს აღწევდა. ცერემონია მეორე წლისთვის გადადეს.
მეორედ ქორწილი იმის გამო გადაიდო, რომ მუშებმა შარშანდელი წყალდიდობით მიყენებული დაზიანებების აღდგენა ვერ მოასწრეს.
ამჟამად ქორწილი შაბათისთვის დაგეგმეს. 150 სტუმარიც დაპატიჟეს. მაგარმ „ჰარვის" შესახებ შეტყობინებების გამო მოწვეული სტუმრების სია ჯერ 40-მდე, შემდეგ კი 15 კაცამდე შემცირდა. მოგვიანებით ცერემონიაზე მისვლა თავად მღვდელმაც აღარ ისურვა.
„ჩვენ მივხვდით, რომ „ჰარვიმ" გაიმარჯვა", — აღნიშნა პატარძალმა.
ტელეარხი იუწყება, რომ წყვილი დასაქორწინებლად ლას-ვეგასში მიეგამგზავრება. „იქ წყალდიდობა არ გვემუქრება", — აცხადებს საქმრო.
„ჰარვი" ყველაზე მძლავრი ქარიშხალია „კატრინას" დროიდან, რომელმაც 2005 წელს 1000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და ახალი ორლეანი დატბორა.