ყაზბეგის გამზირიდან ჟვანიას მოედნისკენ მოძრაობა გახსნილია

გამოწერა
პეკინის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის კვეთაზე სარემონტო სამუშაოები დასრულდა

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერიამ ყაზბეგის გამზირიდან ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ჟვანიას მოედნის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღო, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქალაქო სამსახურებმა შესაბამისი საგზაო ნიშნების მონტაჟი უკვე დაიწყეს. გადაწყვეტილება მას შემდეგ არის მიღებული, რაც პეკინის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის კვეთაზე სარემონტო სამუშაოები დასრულდა.

თბილისის მერია - Sputnik საქართველო
რა სიახლეები ელოდებათ თბილისელებს პეკინის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ

პეკინის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 16 ივნისს დაიწყო და სექტემბერში დასრულდება. სარემონტო სამუშაოების ფარგლებში მოხდება ძველი ასფალტის საფარის დემონტაჟი. როგორც ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ისე ტროტუარებზე ორშრიან ახალ ასფალტს დააგებენ. გარდა ამისა, პეკინის ქუჩაზე განაახლებენ 600 მეტრი სიგრძის სანიაღვრე ქსელს.

პეკინზე სარემონტო სამუშაოები 60 წელია არ ჩატარებულა.

ყველა ახალი ამბავი
0