რა სიახლეები ელოდებათ თბილისელებს პეკინის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პეკინის გამზირზე სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ცვლილებები იქნება პარკირების, ველობილიკების, ტრანსპორტის გაჩერებებთან დაკავშირებით

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პეკინის სარეაბილიტაციო შტაბში შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე რიგი გადაწყვეტილებები მიიღეს, აღნიშნულია მერიის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

დავით ნარმანიას განცხადებით, პეკინის გამზირზე მარცხენა მხარეს ამ კვირის ბოლომდე დამთავრდება ყველა მიწისქვეშა კომუნიკაციის მოწესრიგება და დაიწყება გზის საფარის პირველი ფენის დაგება.

მერის თქმით, სარემონტო სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

"ყველა ორგანიზაცია მუშაობს მაქსიმალურად კოორდინირებულად, რათა სამუშაოები გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში დავამთავროთ", — განაცხადა დავით ნარმანიამ.

სარემონტო სამუშაოები პეკინის გამზირზე - Sputnik საქართველო
მერიას პეკინის გამზირზე ცალმხრივი მოძრაობის შესახებ მოქალაქეების აზრი აინტერესებს

სხდომაზე განიხილეს ტექნიკური საკითხები. საუბარი შეეხო პარკირების სისტემასა და ავტობუსების ხაზთან დაკავშირებულ თემებს.

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის განცხადებით, განხილულ საკითხებს შორის არის Bus lane-ები და რა ფართი იქნება ამისთვის გამოყოფილი, პეკინი-შარტავა-კოსტავას ქუჩებზე პარკირების საკითხი. იმისთვის, რომ მეტი სტრანაპორტო საშუალება დაეტიოს, კოსტავას ქუჩაზე გაკეთდება 45 გრადუსიანი დგომა, ასევე სააკაძის მოედანს დაემატება 60 ერთეული ადგილი პარკირებისთვის. საკითხები შეათანხმეს საპატრულო პოლიციასთან. ასევე მოეწყობა ველობილიკები.

"პეკინის ქუჩაზე ფაქტობრივად გადაწყვეტილია ველობილიკის მოწყობა. ველოსიპედებისთვის გამოიყოფა დაახლოებით 900 მეტრიანი ზოლი, სადაც ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი", — განაცხადა მუმლაძემ.

პეკინის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 16 ივნისს დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0