მერიას პეკინის გამზირზე ცალმხრივი მოძრაობის შესახებ მოქალაქეების აზრი აინტერესებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსარემონტო სამუშაოები პეკინის გამზირზე
სარემონტო სამუშაოები პეკინის გამზირზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა სპეციალური კითხვარებით მიმდინარეობს.

თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური პეკინისა და შარტავას ქუჩებზე ცალმხრივი მოძრაობის შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას ატარებს, აღნიშნულია უწყების Facebook–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა სპეციალური კითხვარებით მიმდინარეობს. კითხვარში, გარდა ამ ქუჩებზე ცალმხრივი მოძრაობის შესახებ კითხვისა, დასმულია სხვა საკითხებიც, როგორიცაა ავტობუსების სავალი გზის შენარჩუნება ორივე მხარეს, ველობილიკების დამატება და საფეხმავლო გზის გაფართოება.

რემონტი პეკინის გამზირზე - Sputnik საქართველო
პეკინის ქუჩის რემონტი: ყველაფერი გემის მიხედვით მიდის

კვლევის შედეგებს პეკინისა და შარტავას ქუჩებზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესებაზე გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინებენ.

ამჟამად პეკინის გამზირზე კაპიტალური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით ტრანსპორტის მოძრაობა როგორც პეკინზე, ისე მიმდებარე ქუჩებზე ახალ რეჟიმში მიმდინარეობს. ადრე პეკინის გამზირზე მოძრაობა ორმხრივი იყო.

პეკინის გამზირზე სარემონტო სამუშაოები 16 ივნისს დაიწყო და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. სამუშაოები ითვალისწინებს ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟს, მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლას, ასევე სავალი ნაწილისა და ტროტუარების მოწყობას.

პეკინის გამზირზე რემონტი 60 წელია არ ჩატარებულა.


ყველა ახალი ამბავი
0