თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ქართველი კანოისტ-სპრინტერი ზაზა ნადირაძე ჩეხეთის ქალაქ რაჩიცეში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა 200 მეტრ დისტანციაზე ბაიდარებითა და კანოეთი ნიჩბოსნობაში.
ნადირაძემ დისტანცია 39.986 წამში დაფარა და წინასწარ ეტაპზე გაიმარჯვა. ამან მას ფინალში ავტომატურად გასვლის საშუალება მისცა, რომელიც 26 აგვისტოს გაიმართება.
უნდა აღინიშნოს, რმ ქართველმა სპორტსმენმა 0.355 წამით აჯობა ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ლიტველ ჰენრიკას ზუსტაუტასს.
იმავე ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ბულგარეთის პლოვდივში ამა წლის ივლისში გაიმართა, ნადირაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.