თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. კანოისტი ზაზა ნადირაძე 23 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში (U-23) ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ჩემპიონატი ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გაიმართა, ნათქვამია კანოეს საერთაშორისო ფედერაციის (ICF) ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ნადირაძის შედეგი 200-მეტრიან დისტანციაზე ინდივიდუალურ შეჯიბრში 37,631 წამი იყო.
შეჯიბრის გამარჯვებული ლიტველი ვადიმ კორობოვი გახდა, ხოლო ვერცხლის მედლის მფლობელი — პორტუგალიელი ტიაგო ტავარესი.
ნადირაძის მედალი ამ სახეობაში ევროპის ჩემპიონატებზე მოპოვებული პირველი მედალია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
ნადირაძე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრია და მონაწილეობას მიიღებს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე. საქართველო ოლიმპიადაზე კანოესა და ბაიდარებით ნიჩბოსნობაში პირველად იქნება წარმოდგენილი.