შსს: მაშველებმა შავ ზღვაზე დღეს 31 ადამიანი გადაარჩინეს

© AFP 2024 / FADEL SENNAშტორმი - არქივის ფოტო
შტორმი - არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
შავ ზღვაზე შტორმია და ყველა საგუშაგოზე წითელი ალმებია აღმართული

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ბათუმსა და ქობულეთში, ბოლო 12 საათის განმავლობაში, ხუთბალიანი შტორმის დროს, 31 ადამიანი გადაარჩინეს, იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური. შსს-ს მაშველებმა ყველა შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და განსაცდელში მყოფი მოქალაქეები ზღვიდან ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს.

ქართველი წყალზე მაშველები ბათუმში - Sputnik საქართველო
ურეკში მაშველებმა 12 საათში 52 ადამიანი გადაარჩინეს

ამ დროისათვის, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე აღმართულია ცურვის ამკრძალავი წითელი ალმები. მიუხედავად ამისა, დამსვენებელთა ნაწილი ზღვაში მაინც შედის.

„მოქალაქეებს ვთხოვთ, უსაფრთხოების მიზნით, დაემორჩილონ წყალზე მაშველების მითითებებს და გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები", — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შტორმის დასრულებისთანავე, როგორც კი ზღვაში შესვლა უსაფრთხო იქნება, სანაპირო ზოლზე არსებულ საგუშაგოებზე თეთრი ალმები აღიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0