თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, კესტუტის იანკაუსკასი აზერბაიჯანში ევროკავშირის ელჩად დაინიშნა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი" ევროკავშირის საგარეო კავშირების სამსახურზე დაყრდნობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ევროპის კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ფედერიკა მოგერინიმ.
კესტუტის იანკაუსკასი 1991 წლიდან ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს, მანამდე ვაშინგტონსა და სტოკჰოლმში ლიტვის საელჩოებში მუშაობდა. აზერბაიჯანში დანიშვნამდე ხელმძღვანელობდა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას.
მანამდე აზერბაიჯანში ევროპის კავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობას მალენა მარდი იკავებდა, მისი უფლებამოსილება 31 აგვისტოს იწურება.